ორგანიზმის გაწმენდის მარტივი და ეფექტური საშუალებები



   

            ორგანიზმის გაწმენდა  გაახალგაზრდავება სახლის პირობებში

     თავის ტკივილი, „მიწისფერი“  სახეზე, კუჭის მოქმედების პრობლემები, შრომისუნარიანობის დაქვეითება და გაურკვეველი ალერგია - ყველა ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს არა მარტო დაგროვილ დაღლილობაზე ან დაფარულ ავადმყოფობაზე, არამედ ბანალურ ორგანიზმის სხვადასხვა ტოქსინებით „დაბინძურებაზეც“.
ორგანიზმის გაწმენდა     ორგანიზმის გაწმენდა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა თანამედროვე პირობებში. სპეციალისტების მიერ მრავალი სახის, ჯანმრთელი კვებისა და ორგანიზმის გაჯანსაღების რეკომენდაციებია შემუშავებული. ბევრი იტყვის, რომ ეს სავსებით საკმარისია -  სწორად იკვებე, ივარჯიშე და ყველაფერი კარგად გექნება. რა საჭიროა რაგაც საეჭვო გაწმენდები.
    სამწუხაროდ, სწორი კვებით და სპორტით არ ხერხდება ყველა რისკების ნეიტრალიზება. ეს უკავშირდება, როგორც საკვებს, რომელიც შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომელთაგან გაწმენდაც ორგანიზმს უკვე უჭირს საკუთარი ძალებით, ასევე წყლისა და ჰაერის მდგომარეობას. სახლის პირობებში, ორგანიზმის გაწმენდის მეთოდების და ორგანოების გაწმენდის თანმიმდევრობის სწორად შერჩევა - ეს არის, ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და  გაჯანსაღების მთავარი პირობა. ამ ბლოკში სუბარი გვექნება, როგორც ცალკეული ორგანოების გაწმენდაზე სახლის პირობებში, ასევე მთლიანი ორგანიზმის კომპლექსურ, თანმიმდევრულ გაწმენდა გაახალგაზრდავებაზე.

ძირითადი წესები:

  1. გაქვთ ჯნმრთელობის პრობლემები? ნუ დაუსვავთ თქვენ თავს დიაგნოზს და ნუ დაიწყებთ ორგანიზმის გაწმენდის პროცესს, სეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. დიაგნოზი უსათუოდ ექიმმა უნდა დასვას, ხოლო ამის შემდეგ თქვენ გადაწყვიტოთ, მედიკამენტებით იმკურნალოთ თუ ორგანიზმის გაწმენდით.

 2. სანამ ორგანიზმის გაწმენდას დაიწყებთ, მიიღეთ სრული ინფორმაცია ამ თემაზე. შეისწავლეთ ყველა უკუჩვენება, რაც შეიძება ქონდა ამ მეთოდს.

 3.ყურადღებით დააკვირდით, ჯანმრთელობის მდგომარეობას გაწმენდის პროცესის დროს და თუ იგრძენით მკვეთრი გაუარესება, შეწყვიტეთ პროცესი.

 4. სახლის პირობებში ორგანიზმის გაწმენდისას, არ ღირს მომენტალური შედეგის მოლოდინი და მასზე კონცენტრირება. მითუმეტეს, რომ ეტაპობრივი პროცესი, როგორც წესი უფრო „ლმობიერია“. მაგალითად კენჭების დაშლა, გამოდევნა უკეთესი და ბევრად უფრო უმტკივნეულოა ეტაპობრივად. მათი სწრაფად გამოდევნის შემთხვევაში შესაძლებელია მილების დაზიანება, რაც მძაფრ ტკივილებსაც გამოიწვევს.

 5. ორგანიზმის გაწმენდის, როგორი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ამის გაკეთება, წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ არის რეკომენდირებული. რადგან მრავალჯერადმა გაწმენდამ შესაძლებელია, პირიქით ავნოს ორგანიზმს.

ორგანიზმის გაწმენდა - დაგეგმვა და მომზადება

    ორგანიზმის გაწმენდის ნებიმიერი მეთოდის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია ორგანიზმის წინასწარი შემზადება. საჭიროა ყველაფრის ყურადღებით დაგეგმვა და მორალურად განწყობა, რათა ყველა პროცედურა წარმატებით ჩაატაროთ.
   უძველესი აღმოსავლური მედიცინა, ორგანიზმის გაწმენდის პროცედურის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, გვირჩევს პირველ რიგში საკუთარი ცნობიერების გაწმენდას და შემდეგ ფიზიკურ გაწმენდაზე გადასვლას.
                                                 ორგანიზის გაწმენდის პროცედურების                         თანმიმდევრობა
      მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ძლიან მნიშვნელოვანია გამწმენდი პროცედურების თანმიმდევრობის დაცვა. 
     მაგალითად: თუ დაიწყებთ ორგანიზმის გაწმენდის პროცედურებს სისხლის გაწმენდით და მანამდე არ გექნებათ გაწმენდილი, ნაწლავები და ღვიძლი, სარგებელი ასეთი წმენდისგან ძალიან უმნიშვნელო იქნება. რადგან ტოქსინები გაუწმენდავი ნაწლავებიდან და ღვიძლიდან მაშინვე მოხვდება სისხლში და ისევ დააბინძურებს ორგანიზმს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, გაწმენდის პროცედურების თანმიმდევრობის დაცვა.
    1. ორგანიზმის შინაგანი გარემოს ძირითადი დამბინძურებელია „მსხვილი“   ნაწლავი და ბუნებრივია ორგანიზმის გაწმენდის პროცედურებიც სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ. ნაწლავების გაწმენდა.

ორგანიზმის გაწმენდა, ზეითუნის ან სელის ზეთის გამოყენებით

    როგორ გავწმინდოთ, ჩვენი ორგანიზმი მარტივად და ეფექტურად, სახლის პირობებში (მედიკამენტების გარეშე). ორგანიზმის გაწმენდის მრავალი საშუალება არსებობს და ჩვენ შევეცდებით ამ გვერდზე წარმოგიდგინოთ და აგიღწეროთ მათი უმრავლესობა. დავიწყოთ ყველაზე მარტივი საშუალებებით:

           ერთ - ერთი ასეთი უბრალო მეთოდია, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის ან სელის ზეთის(სელის ზეთი, შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში. პრობლემა ის არის, რომ ზეითუნის ზეთთან შედარებით, ბევრად უფრო არასასიამოვნო გემო აქვს) მიღება ყოველი ჭამის წინ, 1/2 საათით ადრე. ამას აკეთებთ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ ერთი თვე ისვენებთ და ა.შ.    P.S.  თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ზეთი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ საუზმის წინ. რითაც თქვენს ღვიძლს ძალიან დაეხმარებით .
       აქვე გთავაზობთ ე.წ. გამაახალგაზრდავებელ საშუალებას, რომელიც  შეგიძლიათ დაამზადოთ ძალიან მარტივად, სახლის პირობებში.
    ინგრედიენტები: 1 კგ. თაფლი, 200 გრ. სელის ზეთი, 4 ცალი ლიმონი, 3 ნივრის თავი(საშუალო ზომის) .
   როგორ მოვამზადოთ: ვიღებთ 2 კანგაცლილ და 2 კანგაუცლელ(კანიანად) ლიმონს და ნივრის კბილებს(რა თქმა უნდა, გასუფთავებულს) და ვაბლენდერებთ ან ვატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში. მიღებულ მასას ვუმატებთ სელის ზეთს და თაფლს, კარგად ვურევთ, ვათავსებთ თავსახურიან შუშის ქილაში და ვინახავთ მაცივარში. როგორც ზემოთ აღწერილ ზეთის მიღების შემთხვევაში, აქაც სასურველია მიიღოთ,  1 სუფრის კოვზი, ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ან ერთხელ დღეში საუზმის წინ.
     მიუხედავათ დამზადების სიმარტივისა, ამ მეთოდს აქვს საოცარი, როგორც შინაგანი ასევე გარეგნული ეფექტი: შინაგანი - აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლას. გარეგნული - სხეულის კანი ხდება საოცრად ნაზი და გლუვი. აჯანსაღებს თმებს, ისინი ხდება მუქი და ხშირი. აჩერებს გაჭაღარავების პროცესს. აუმჯობესებს მხედველობას.

                        ნაწლავების გაწმენდა



           ნაწლავების ანთების დროს დაგეხმარებათ თაფლით                                                                     მკურნალობა


ორგანიზმის გაწმენდაალბათ ყვალასთვის კარგად არის ცნობილი, რომ თაფლი ურგანიზმის ერთერთი მთავარი მკურნალია. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ, ნაწლავების გაწმენდის ხალხური მეთოდი, რომლის მთავარი ინგრედიენტიც თაფლია. ამ მეთოდმა შესაძლებლია, ბევრს უშველოს მსხვილი ნაწლავის ანთების (კოლიტის) დროსაც. მკურნალობა ანუ გაწმენდა ხდება ასე:

        ერთ ჭიქა ცივ წყალში ხსნით, ერთ სადილის კოვზ თაფლს და იღებთ ყოველი ჭამის წინ. დღეში სამი ჭიქა, ასეთი თაფლიანი წყალი უნდა მიიღოთ, ერთნახევარი-ორი თვის განმავლობაში.  თაფლის ზემოქმედებით, ნაწლავები იწმინდება პათოგენური მიკროფლორისგან. თაფლი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, მონაწილეობას იღებს ორგანიზმში არასაკმარისი ვიტამინების, ჰორმონების და სხვა ბიოლოგირად აქტიური ნივთიერებების გამომუშავებაში.

  როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ნაწლავების გაწმენდისთვის?

  ნაწლავების გაწმედის წინ საჭიროა, გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების ჩატარება, რათა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს გაწმენდის პროცედურებმა.

 1. ნაწლავების გაწმენდის პროცედურის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე  მაინც, გადადით ხილით და ბოსტნეულით კვებაზე ან სვით მათი ახლად გამოწურული წვენები. შეგიძლიათ წყლის შიმშილიც ჩაიტაროთ.
  
 2. გავახუროთ ორგანიზმი, აბანოში ან საუნაში.



                     ნაწლავების გაწმენდის მეთოდები

 ნაწლავების გაწმენდის მეთოდის ასარჩევად, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმსა და ინტუიციას. გაესაუბრეთ ექიმს ისეთი დაავადებების ქონის შემთხვევაში, როგორიცაა:
  
  -  დივერტიკულიტი
  -  წყლულოვანი კოლიტი
  -  კრონის დაავადება
  -  ბუასილი
  -  სწორნაწლავის სიმსივნე
  -  მსხვილნაწლავის სიმსივნე

      თუმცა, ზემოთ აღნიშნული დაავადებების არსებობის შემთვევაშიც კი, შესაძლებელია ნაწლავის გაწმენდის უსაფრთხო მეთოდის შერჩევაც, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

ნაწლავების გაწმენდა მარილიანი წყლით სახლის პირობებში

ამ მეთოდით ნაწლავების გაწმენდისთვის საჭიროა:

-- უნდა აიღოთ დაახლოვებით 40 გრადუსამდე გამთბარი რამდენიმე ლიტრი     ადუღებული  წყალი და დაამატოთ მარილი (სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის ზღვის მარილი). მარილის რაოდენობა - ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე.

 ( მარილი საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს ნაწლავების მიერ წყლის შეწოვა. იდეალური კონცენტრაცია ერთ ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილია, რადგან მეტად მარილიანი წყალი გამოიწვევს ღებინებას, რაც რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არ არის - ჩვენი მიზანია ნაწლავების ბუნებრივი დაცლა და არა უბრალოდ კუჭის ამორეცხვა.
    მარილის დაბალი კონცენტრაცია წყალში, აგრძელებს გაწმენდის პროცესს, ვიდრე მაღალი კონცენტრაცია. მაგრამ ძლიერი ღებინების შეგრძნების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჯერ ერთი ჩაის კოვზი ლიტრზე სცადოთ.) 

-- 60 - 90 წუთის განმავლობაში მიიღეთ დაახლოვებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი.

-- თავიდან მიიღეთ ზედიზედ 1 - 2 ჭიქა და დაელოდეთ, სანამ წყალი დაიწყებს   ნაწლავებში გადაადგილებას და შემდეგ თანდათანობით მიიღეთ დანარჩენი. ცოტა ხნის შემდეგ უნდა გაგიჩნდეთ, ტუალეტში გასვლის სურვილი.

-- საჭიროა, მარილიანი წყლის მიღება მანამ, სანამ ისეთივე სუფთა არ გამოვა, როგორსაც დალევთ.

-- სულ, როგორც უკვე ავღნიშნეთ უნდა მიიღოთ, დაახლოვებით 10 ჭიქა.

-- გაწმენდის შემდეგ უნდა ჭამოთ. სასურველია ხილი და ბოსტნული ან რაიმე ფაფა წყალზე დამზადებული (ბრინჯის, შვრიის, წიწიბურის). ხოლო წყურვილი მოიკლათ წყლით ან წყალში გაზავებული წვენებით.


       თაფლი, ვალერიანი და კამას ნაყენის სასწაულმოქმედი ძალა.

     სამწუხაროდ ჩვენი სისხლძარღვები ხშრად ბინძურდება (სისხლძარღვებში ხშირად გროვდება არაორგანული მარილები, რაც სისხლის მიმოქცევას აფერხებს ) , რაც არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.
     ათეროსკლეროზი, ვარიკოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა  და მაღალი არტერიული წნევა - ამ ყველაფერს სისხლძარღვების დაბინძურება იწვევს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, სისხლძარღვების გაწმენდის პროცედურების, რეგულარულად ჩატარება.

                                     სისხლძარღვების გაწმენდა


      როგორ გავწმინდოთ, ჩვენი სისხლძარღვები მარტივად და ეფექტურად, სახლის პირობებში (მედიკამენტების გარეშე).
      ვიღებთ - 100 გ. კამის თესლს და 2 ს.კ. ვალერიანის დაფქვილ ფესვებს, ვურევთ ერთმანეთში და ვასხავთ 2 ლ. ადუღებულ წყალს (მდუღარეს). როდესაც ნაყენი 40 გ-მდე გაგრილდება ვუმატებთ 2 ს.კ. თაფლს, ვათავსებთ მინის ჭურჭელში, მჭიდროდ ვაფარებთ თავსახურს და ვაჩერებთ ერთი დღე.    
      მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ჭამის წინ, 1/2 სთ-ით ადრე 20 დღის განმავლობაში. რის შემდეგაც აუცილებლად უნდა შეისვენოთ მინიმუმ 10 დღე და ისევ გაიმეოროთ ერთხელ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий