ნაწლავების გაწმენდა

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ნაწლავების გაწმენდისთვის?

 ნაწლავების გაწმედის წინ საჭიროა, გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების ჩატარება, რათა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს გაწმენდის პროცედურებმა.

    1. ნაწლავების გაწმენდის პროცედურის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე  მაინც, გადადით ხილით და ბოსტნეულით კვებაზე ან სვით მათი ახლად გამოწურული წვენები. შეგიძლიათ წყლის შიმშილიც ჩაიტაროთ.

    1. გავახუროთ ორგანიზმი, აბანოში ან საუნაში.



ნაწლავების გაწმენდის მეთოდები

      ნაწლავების გაწმენდის მეთოდის ასარჩევად, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმსა და ინტუიციას. გაესაუბრეთ ექიმს ისეთი დაავადებების ქონის შემთხვევაში, როგორიცაა:

    - დივერტიკულიტი

    - წყლულოვანი კოლიტი

     - კრონის დაავადება

     - ბუასილი

     - სწორნაწლავის სიმსივნე

     - მსხვილნაწლავის სიმსივნე

     თუმცა, ზემოთ აღნიშნული დაავადებები არსებობის შემთვევაშიც კი, შესაძლებელია ნაწლავის გაწმენდის უსაფრთხო მეთოდის შერჩევაც, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.


ნაწლავების გაწმენდა მარილიანი წყლით სახლის პირობებში

     ამ მეთოდით ნაწლავების გაწმენდისთვის საჭიროა:
-- უნდა აიღოთ დაახლოვებით 40 გრადუსამდე გამთბარი რამდენიმე ლიტრი     ადუღებული  წყალი და დაამატოთ მარილი (სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის ზღვის მარილი). მარილის რაოდენობა - ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე.

    ( მარილი საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს ნაწლავების მიერ წყლის შეწოვა. იდეალური კონცენტრაცია ერთ ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილია, რადგან მეტად მარილიანი წყალი გამოიწვევს ღებინებას, რაც რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არ არის - ჩვენი მიზანია ნაწლავების ბუნებრივი დაცლა და არა უბრალოდ კუჭის ამორეცხვა.
    მარილის დაბალი კონცენტრაცია წყალში, აგრძელებს გაწმენდის პროცესს, ვიდრე მაღალი კონცენტრაცია. მაგრამ ძლიერი ღებინების შეგრძნების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჯერ ერთი ჩაის კოვზი ლიტრზე სცადოთ.) 

-- 60 - 90 წუთის განმავლობაში მიიღეთ დაახლოვებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი.

-- თავიდან მიიღეთ ზედიზედ 1 - 2 ჭიქა და დაელოდეთ, სანამ წყალი დაიწყებს   ნაწლავებში გადაადგილებას და შემდეგ თანდათანობით მიიღეთ დანარჩენი. ცოტა ხნის შემდეგ უნდა გაგიჩნდეთ, ტუალეტში გასვლის სურილი.

-- საჭიროა, მარილიანი წყლის მიღება მანამ, სანამ ისეთივე სუფთა არ გამოვა, როგორსაც დალევთ.

-- სულ, როგორც უკვე ავღნიშნეთ უნდა მიიღოთ, დაახლოვებით 10 ჭიქა.

-- გაწმენდის შემდეგ უნდა ჭამოთ. სასურველია ხილი და ბოსტნული ან რაიმე ფაფა წყალზე დამზადებული (ბრინჯის, შვრიის, წიწიბურის). ხოლო წყურვილი მოიკლათ წყლით ან წყალში გაზავებული წვენებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий